ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის

                          მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტი

09.02.2018 - შეხვედრა ცერნის ATLAS ექსპერიმენტის ტექნიკურ კოორდინატორთან

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში შედგა შეხვედრა ევროპის ბირთვული კვლევების ორგანიზაციის დიდი ადრონული კოლაიდერის ATLAS ექსპერიმენტში მოღვაწე ქართული ჯგუფის წევრებსა და ექსპერიმენტის ტექნიკურ კოორდინატორ პროფესორ ლუდოვიკო პონტეკორვოს შორის. საქართველოს სამეცნიერო გუნდის მოღვაწეობის შესახებ პრეზენტაცია გააკეთა თამარ ჯობავამ. დისკუსიაში აქტიურად მონაწილეობდნენ ირაკლი მინაშვილი (საქართველოს ჯგუფის ხელმღვანელი ATLAS ექსპერიმენტში 2017 წლიდან), ჯემალ ხუბუა (საქართველოს ჯგუფის ხელმღვანელი ATLAS ექსპერიმენტში 1994 – 2017 წწ), ედიშერ ცხადაძე, მაია მოსიძე, გელა დევიძე. ჯგუფის ახალგაზრდა წევრებმა (ჯუანშერ ჯეჯელავა, არჩილ დურგლიშვილი, თამარ ზაქაერეიშვილი) შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს მათი სამეცნიერო აქტივობის შედეგები. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს აგრეთვე რობოტექნიკის და ელექტრონიკის აკადემიის წარმომადგენლებმა (ალექსანდრე ტატიშვილმა, ლევან გაბისონიამ, თორნიკე ჭაბუკიანმა). დაისახა გზები მათი ATLAS ექსპერიმენტის ქართულ ჯგუფში ინტეგრაციის შესაძლებლობის შესახებ.

juelich research center
TodayToday44
This MonthThis Month1468