ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის

                          მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტი

თეორიული ფიზიკა

ჩვენი კვლევის მიზანია სტანდარტული მოდელის მიღმა ფიზიკის ძიება იშვიათ პროცესებში. სტანდარტული მოდელის უდაოდ უდიდესი წარმატებისა, არსებობს თეორიული და ესქსპერიმენტული საფუძველი ვივარაუდოთ ახალი ფიზიკის არესებობა მის მიღმა. კოლაიდერზე პირდაპირ აღმოჩენამდე ახალმა ფიზიკამ შეიძლება გამოვლინება ჰპოვოს იშვიათ პროცესებში. არომატის შემცვლელი ნეიტრალური დენებით ინსპირირებული იშვიათი პროცესები სტანდარტულ მოდელში მიმდინარეობს მინიმუმ, ერთმარყუჟოვან დონეზე და შესაბამისად ძლიერადაა ჩახშობილი. ასეთი ტიპის პროცესები ძალიან მგრძნობიარეა სტანდარტული მოდელის მიღმა მოსალოდნელი ახალი ფიზიკის მიმართ.  ჩვენი კვლევის საგანს ძირითად წარმოადგენს მძიმე კვარკების და დამუხტული ლეპტონების არომატის ცვლილებით მიმდინარე იშვიათი პროცესების კვლევა.თუნდაც ერთი ასეთი პროცესის ექსპერიმენტული დაკვირვება უტყუარი მტკიცებულება იქნება ახალი ფიზიკის სასარგებლოდ სტანდარტული მოდელის მიღმა. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ისეთ საერთაშოროსო კოლაბორაციებთან, როგორებიცაა ATLAS (A Toroidal LHC ApparatuS, დიდი ადრონული კოლაიდერი, CERN, შვეიცარია) და COMET (Coherent muon to Electron Transition, იაპონიის პროტონული ამაჩქარებლის კვლევების კომპლექსი , J-PARC, ტოკაი, იაპონია).

ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ  ექსპერიმენტული და თეორიული გამოკვლევები მძიმე კვარკების და დამუხტული ლეპტონების არომატების ფიზიკის მიმართულებით არა მარტო  დროული იქნება, არამედ მომავალ ათწლეულში დაიკავებენ ერთ-ერთ ცენტრალურ ადგილს ახალი ფიზიკის სიგნალების აღმოჩენასა და მათ ინტერპრეტაციაში.

juelich research center
TodayToday59
This MonthThis Month1432